უნივერსალური ადამიანი
1.პროექტის სახელი:
გიორგი ნიკოლაძე-უნივერსალური ადამიანი
გიორგი ნიკოლაძე-უნივერსალური ადამიანი
2.პროექტისმთავარი იდეა(თემა): ცნობილი ქართველი მეტალურგის, თეორიული მათემატიკის მკვლევარის, მთამსვლელის, გეოგრაფის, სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნელის, გამომგონებელისა და პროფესიონალი სპორტსმენის,ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა: ქართულ სინამდვილეში ბევრი არ მოიპოვება ისეთი მრავალმხრივი უნარითა და ნიჭიერებით დაჯილდოვებული ადამიანი,როგორიც იყო გიორგი ნიკოლაძე. იგი ამავე დროს იყო აქტიური მოქალაქე,რომელი საქმიანობის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას გამოყენებითი მეცნიერებებისადმი.
4.პროექტის მიზნები: გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა
გამოყენებითი მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივება.
მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების , დამუშავების, ორგანიზების, პრეზენტაციის უნარის გამომუშავება.
6..ვადები/ხანგძლივობა: 1თვე
7.მოსალედნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს power point-ში, მოაწყობენ ფოტოების გამოფენას. დაამზადებენ ფლაერებს .
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, თაბახის ფურცლები,ფოტოაპარატი,პრინტერი, ტრანსპორტის უზრუნველყოფა მუზეუმში ვიზიტისათვის.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტიობები)
მოსწავლეები ფასილიტატორის დახმარებით გადანაწილდებიან მცირე ჯგუფებში, მოახდენენ გიორგი ნიკოლაძი საქმიანობის ცალკეული სფეროების გაცნობას გეოგრაფიის, ქიმიის, მათემატიკის, სპორტის მასწავლებლების დახმარებით. მოამზადებენ პრეზენტაციებს. დაბეჭდავენ ფლაერებს,რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი გიორგი ნიკოლაძის მრავალმხრივი საქმიანობა. სკოლის დარბაზში მოეწყობა ღია პრეზენტაცია. გაიმართება დისკუსია. პროექტი დასრულდება მუზეუმში ვიზიტით.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქიმია----მოსწავლეები დაინახავენ მრეწველობაში, კერძოდ მეტალურგიაში ქიმიის გამოყენების აუცილებლობას და ამ საგნის მასშტაბურ გამოყენებას ზოგადად.
სპორტი-ჯანმრთელი და სრულფასოვანი,აქტიური ადამიანის ჩამოყალიბებაში სპორტის მნიშვნელობის დანახვა.
მათემატიკა-ქარული მათემატიკის სკოლის გაცნობა,მათემატიკის სწავლის მოტივაციის ამაღლება.
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamilachola.blospot.com
12.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი-
tamilachola.blospot.com
ქალბატონო თამილა, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მუდამ მოხარული იქნება თქვენთან, თქვენს სკოლასთან, აღსაზრდელებთან აქტიური შემოქმედებითი თანამშრომლობისათვის. მოინახულეთ მუზეუმის გვერდი ფეისბუქზე: "ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი"; ჩვენი ელ-ფოსტა: liabibileishvili@mail.ru; muzeumi2012@gmail.com.
ОтветитьУдалитьქ-ნო თამილა საინტერესოა,გისურვებთ წარმატებებს.
ОтветитьУдалить