четверг, 22 ноября 2012 г.

მესხეთის ცის ქვეშ

სადამრიგებლო პროექტი

1.პროექტის სახელი: მესხეთის ცის ქვეშ
2.2.პროექტისმთავარი იდეა(თემა)
წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის XI–ა კლასის მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სასკოლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით, ხშირია გასვლითი ღონისძიებებიც. ამჯერად გადავწყვიტეთ მოვინახულოთ საქართველოს უძველესი და ულამაზესი მესხეთი. დავათვალიეროთ ახლად აღდგენილი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე რაბათი და მოვილოცოთ გარშემო სიწმინდეები.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების ხელშეწყობა, კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, პიროვნული ურთიერთობების გაღრმავება, წარსულისა და აწმყოს დაკავშირება.
5.მონაწილეთა ასაკი15-17
6..ვადები/ხანგძლივობა: 2 კვირა
7.მოსალედნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას. მოსწავლეები 
მოინახულებენ მესხეთის ისტორიული კუთხის ღირსშესანიშნაობებს–
საფარა,ზარზმა, ჭულე, რაბათი ,მწვანე მონასტერი. რეფერატებისა და სლაიდების მომზადება საექსკურსიო ადგილების შესახებ. ფოტოკოლაჟის მომზადება. კლასის საათი 
შთაბეჭდილებების გაზიარების მიზნით.
8.პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,  ფოტოაპარატი, ტრანსპორტისა და საკვების  უზრუნველყოფა, ფორმატი, დაბეჭდილი ფოტოები.
9.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია,გეოგრაფია,მსოფლიო კულტურა
ისტორია– მოსწავლეები გაეცნონ  XIV-XV საუკუნეების  პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თავისებურებებს
გეოგრაფია– განსაზღვრონ მესხეთის გეოგრეფიული მდებარეობის თავისებურებები. მისი სტრატეგიული როლი და მნიშვნელობა  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძველად და დღეს.
მსოფლიო კულტურა– იმსჯელონ ქართული კულტურის ღირსშესანიშნაობებზე, დააკავშირონ იგივე პერიოდის მსოფლიო კულტურის ნიმუშებს .

11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamilachola.blospot.com
12.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი-
                                                    tamilachola.blospot.com

1 комментарий:

  1. თამილა ეს ექსკურსია ძალიან დამამახსოვრდა, მენატრებიამ შენი ბავშვები

    ОтветитьУдалить