суббота, 27 сентября 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

 საბოლოო  ჯამში  ამ  ტრენინგის  ფარგლებში შექმნილი  ელექტრონული  პორტფელიო   ავტვირთეთ  ბლოგზე.ჩემთვის  არ  იყო  ადვილი ამ  მოდულით  მუშაობა ,თუმცა ძალიან საინტერესო  და ინფორმაციულად დატვირთული იყო,ტრენერის  დახმარებით შევძელი  პროექტის  დაგეგმვა,მასალების  მოძიება,მათი ფაილებში  განლაგება,ლინკების  გამოყენება,სურათებისა  და  ვიდეოების  ინტერნეტსივრციდან  წამოღება  და  ბლოგზე  ატვირთვა და  ა.შ.
ტრენინგი  მომეწონა,მჭირდება  მეტი  პრაქტიკული  მუშაობა,ვეცდები  გამოვიყენო  შეძენილი  ცოდნა  ჩემს  მუშაობაში  მოსწავლეებთან,დავამატებდი  ერთს--სასურველია  გამართული  ინტერნეტი  და  მოდულისთვის  მეტი  დრო.ამ  ტრენინგზე  მიღებულ  ცოდნას  გავუზიარებ  ჩემს  კოლეგებს  შეძლებისდაგვარად.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის  მერვე  დღეს  ძირითადი დრო  დაეთმო  ფასილიტაციას,შევქმენით მასალები  მოსწავლეთა წარმატების  ხელშეწყობისათვის,კოლეგებმა  ერთმანეთს  გავუზიარეთ მოსწავლეთა  სავარაუდო  ნამუშევრები,მუშაობის  პროცესში ადგილზე შევქმენით  შესაბამისი  რუბრიკები,ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს თვითრეგულირებად  სწავლას,თვით  მოიძიონ,თვით  გააკეთონ,ამავე  ტრენინგზე გავეცანით დიფერენცირებული  სწავლების  გზებს  და  ტიპებს,შევქმენით დამატებითი  მასალები  მოსწავლეებისათვის  მიმართულების  მისაცემად.

среда, 17 сентября 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის  ამ მეცადინეობაზე გადავხედეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმას.დავგეგმეთ  მოსწავლეთა სავარაუდო  ნაშრომები,ვისწავლეთ youtube-დან  ბლოგზე  ვიდეოს  ატვირთვა,გავეცანით ict.tpdc.ge  საიტზე  ვიდეო  პორტალებს,რომელთა  საშუალებით შეგვიძლია  სხვადასხვა  კომპიუტერული  პროგრამების ,საგანმანათლებლო  ტექნოლოგიებისა  და  მათი  სასწავლო  პროცესში ინტეგრირების  მეთოდოლოგიით  უზრუნველყოფა.მაგ:microsoft  offise excel 2013-ელექტრონული  ცხრილები,გრაფიკული  რედაქტორი-paint,მერე  დავბრუნდით  სალექციო  კურსში.დავათვალიერეთ  შეფასების  რუბრიკები  და  ვისწავლეთ  მათი  სასურველი  თემისათვის   მორგება.

вторник, 16 сентября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია


ტრენინგის მეექვსე დღე ძირითადში პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვას დაეთმო,მოვახდინეთ უკვე შექმნილი პრეზენტაციის ფაილის ავტვირთვა google drive,.მასალაში ვნახეთ რესურსები და მის ჩამონათვალში გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებებს.საინტერესო იყო მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენისთვის საჭირო სხვადასხვა ფორმების გაცნობა,მაგალითად შტორმი,მოაზროვნეთა სია.

среда, 10 сентября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგზე  ვიმუშავეთ  პროექტის თემაზე  პრეზენტაციის  შექმნაზე,რომელშიც  კარგად  გამოვიყენე  მეორე  მოდულის  მესამე  აქტივობაში  მოცემული  მასალა,განვიხილეთ საავტორო  უფლებები,საინტერესო იყო web  2.0 ტექნოლოგიებზე  ტრენერის  მინი  ლექცია.განსაკუთრებით  ამ  დღეს  მომეწონა  კითხვარების  შედგენა  და  კოლეგების  მისამართით  გაგზავნა,მიღებული  პასუხების  გაცნობა.
   მოგვეცა  დავალე  pp-ში  სასწავლო  პროექტის  პრეზენტაცია.